loading...
ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 30-მდე ადამიანი
  • ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ჩინური ტელეარხი CGTN. მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევას ჩინელი ტურისტები ემსხვერპლნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები.

    სამხრეთ კორეული კვლევითი ცენტრის, Korea Maritime Institute-ის წარმომადგენლის თქმით, წლიურად ჩრდილოეთ კორეაში ჩასული ტურისტების 80%-ს ჩინელები შეადგენენ. მხოლოდ ტურიზმის შედეგად, ჩრდილოეთ კორეის ბიუჯეტში, ყოველწლიურად, შემოსავლების სახით, 44 მილიონი აშშ დოლარი შედის.

  • კომენტარი არ არის დაწერილი