loading...

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის სადისტური მკვლელობის შემდეგ საზოგ­ადოების ნაწილმა პრეზიდენტი მარგველ­აშვილი გააკრიტიკა და მისი გადადგომაც­ კი მოითხოვა. ცნობილია, რომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა. არადა, გაირკვა, რომ კომისიას 9-ჯერ ჰქონდა უარი ნათქვამი მის გათავისუფლებაზე. პრეზიდენტი­ აღიარებს, რომ ბაქრაძის ციხ­იდან გათავისუფლება შეცდომა იყო და ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ირაკლი ქორიძის შეწყალების გამოცმიიღო საყვედური, გაირკვა, რომ ნარკოდანაშაულისთვის მკაცრად დას­ჯილი­ ქორიძე შეიწყალა და დღეს ის იმავე ბრალდებით ციხეში ზის. პრეზიდენტის შეწყალებით სულ 615-მა კაცმა დატოვა ციხე, 8 694 პატიმარი კი
პარლამენტის მასშტაბური ამნისტიით გათავისუფლდა.
512-მა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული, მათგან 403 პარლამენტის ამნისტირებული იყო, 109 კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. 

შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდის. მათ შორის აღმოჩნდა ვახტანგ თედიაშვილის მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულიც. მართალია, მას პრეზიდენტმა სასჯელი შეუმცირა, მაგრამ დაზარალებული მომხდარით აღშფოთებულია.

ვახტანგ თედიაშვილი: ადამიანს, რომელიც არ ინანიებს დანაშა­ულს, როგორ იწყალებ? როცა პრეზიდენტს მიმართეს, რა დაწერეს, არ ვინანიებ, არ ვაღიარებ და შემიწყალეთო და შეიწყალეს?

ამ ქალმა და მისმა ჯგუფმა 20.000 დოლარის გამო მომიკლეს მეუღლე. თამარ ბაშ­არაძემ ოფისში გაიცნო ჩემი მეუღლე, რომელიც მეგობართან მივიდა და მაშინ გაიგო,­ რომ ბინის ყიდვა სურდა... ბაშარაძემ ბინა იქირავა და იქ მიიყვანა ჩემი მეუღლე, ვითომ ის ბინა იყიდ­ებოდა. მეპატრონედ გაასაღა თავისი ნაცნობი, რომელმაც იქ ცოლ-შვილიც მიიყვანა, ბავშვების ტანს­აცმელიც კი დაკიდეს აივანზე და შექმნეს იმიტაცია, ვითომ ოჯახი ცხოვრობდა. ქალი დაახრჩვეს, მერე ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს, მანქანაში ჩატენეს და წაიღეს ჟინვალისკენ. საჭესთან სწორედ ბაშარაძე იჯდა, რადგან მცხეთის რაიონში მას ყველა­ იცნობდა და იცოდა, ვინმეს რომ გაეჩერებინა, გზას უპრობლემოდ გააგრძელებდა. ჟინვალში ცხედარი ხრამში გადააგდეს, იქ ხემ დაიჭირა ჩანთა, თორემ წყალი წაიღ­ებდა და შეიძლება გვამიც ვერ გვენახა